გაუნათლებელი საზოგადოება

დიდი ხანია უკვე ასეთი ზოგად-საკაცობრიო პოსტი არ დამიწერია, მაგრამ ასე ადვილად ვერ მომიშორებთ. დროებით შევწვიტე ხალხის ლანძღვა იმიტომ, რომ საქართველოში აღარ ვარ და ჩემდა საბედნიეროდ პირდაპირი შეხება არ მაქვს იმ მარაზმთან, რაც ჩემთვის ასეთ საყვარელ ქვეყანაში ხდება. ასეა თუ ისე, მაინც მომიწია გაუნათლებელ, ჰიპოკრატ ხალხთან პირისპირ შეხვედრა და სწორად ამიტომ ვწერ ახლა ამ პოსტს. დაე, დავიწყოთ. 994455_10203506481002535_6979274129962839574_n

მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მუდამ მესმოდა, რომ ამერიკელები სულელები არიან, მათ სკოლაში არაფერს ასწავლიან და თვითონ ერის ინტელექტის დონე ძალიან დაბალია. მეგობრებო, ამაზე დიდი სისულელე არ არსებობს. იქიდან გამომდინარე რომ, მე თვითონ მომიწია ქართულ და ამერიკულ სკოლებში განათლების მიღება, და ახლაც ამერიკულ უნივერსიტეტში ვარ, მგონი მაქვს იმის უფლება ამ თემაზე ვისმჯელო.

16 წლის ვიყავი, როდესაც ამერიკაში წავედი სასწავლებლად. ეს იყო ჩემთვის შოკი ორი მიზეზის გამო:
1. ამერიკული სკოლა რადიკალურად განსხვავდება ქართული სკოლისგან.
2. თურმე ამერიკული განათლების სისტება ბევრად უფრო მაღალ დონეზეა და აქამდე რაც მსმენია სუფთა წლის სისულელეა.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იქ თუნდაც ერთი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება და განათლება ბევრად უფრო მეტის მომცემი იყო, ვიდრე საქართველოში სკოლაში დახარჯული 11 წელი. რატომ? იმიტომ, რომ ამერიკაში კარგად აქვთ გააზრებული ის, რომ ყველა არ არის ვალდებული სკოლა დაამთავროს. რომ ყველას უბრალოდ არ აქვს ინტერესი ან შესაძლებლობა დასძლიოს 12 წლიანი სისტემა. აქედან გამომდინარე, ის ვინც შედის High School-ში, მოტივირებულია ისწავლოს და მაქსიმალური გამოიტანოს სკოლიდან. ჩემი თითოეული კლასი 80 წუთიანი იყო და ამ დროის განმავლობაში არ მახსოვს თუნდაც ერთ მოსწავლეს შეეწყვიტოს სასწავლო პროცესი ან მასწავლებელი კლასიდან ანერვიულებული და ვალიდოლ დალეული გასულიყოს. ხომ წარმოგიდგენიათ რა დამემართა, როდესაც 11-ე კლასის ბოლოს საქართველოში ექსტერნის გამოცდაზე ჩემმა ერთმა კლასელმა მეორეს სკამი ესროლა?

თვითონ სისტემას რაც შეეხება, სკოლის ბოლო 4 წლის განმავლობაში გეძლევა შანსი შეადგინო შენივე ცხრილი, ანუ კონცენტრაცია მოახდინო იმ საგნებზე, რომლებიც უნივერსიტეტში დაგჭირდება. მაგრამ ასევე არის გარკვეული საგნები, რომლებიც უბრალოდ ვალდებული ხარ, რომ ისწავლო. ასე რომ, თან ზოგად განათლებასაც იღებ, თან შენთვის საჭირო ინფორმაციასაც კარგად ეუფლები. რამე არის ამაში ცუდი? მგონი არა.

ახლა რაც შეეხება უნივერსიტეტს. სწვლის პრინციპი აქაც დაახლოებით იმავეა. სწავლას ვიწყებთ 1 სექტემბერს და ვამთავრებთ მაისის პირველ კვირაში. საგნებს ვსწავლობთ სემესტრულად და საკმაოდ სწრაფად, მასალა კი იმდენად საინტერესოა, რომ გაცდენის სურვილი არ მიჩნდება. გარდა ამისა უფლება გვაქვს უმიზეზოდ გავაცდინოთ 1 კვირა, ხოლოდ დანარჩენ შემთხვევაში გვაკლდება ნიშნის 1%. დიდი არაფერი, მაგრამ სიზარმაცეს შველის.

გარდა ამისა, ეს სისტემა მორგებულია იმ სტუდენტებზე, ვისაც ნამდვილად უნდა გაიზარდოს, პიროვნულადაც და აკადემიურადაც. სტუდენტს, უკვე სრულწლოვან პიროვნებას, თვითონვე უნდა შეეძლოს თავის საქციელზე პასუხის გება და თვითონვე უნდა აკონტროლებდეს თავის სასწავლო პროცესს. ძალიან ელემენტარული ფაქტი უნდა ავღნიშნო. წლის დასაწყისში გვეძლევა ცხრილი, სადაც აღნიშნულია დასვენებების და გამოცდების თარიღები და ეს ცხრილი არ იცვლება. დასვენება გვაქვს გამოცდის მერე და არა პირიქით (რაც სამწუხაროდ ასეა საქართველოში). ხომ ძალიან ელემენტარულია? მაგრამ ასევე ძალიან კომფორტული.

ამერიკულ განათლების სისტემაზე მუშაობენ არა მხოლოდ მასწავლებლები და შესაბამისი პირები, არამედ საკმაოდ სერიოზული ფსიქოლოგებიც, რომლებმაც ზუსტად იციან პიროვნების განვითარების ტემპი და წარმატებით მიყვებიან მას.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მგონი პრობლემა მოსწავლეებში კი არა, მშობლებშია.

  • მხოლოდ საქართველოში უნდა მშობელს ატესტატიანი შვილი, რომელსაც რეალურად სკოლაში არ უვლია. მაგრამ უნდა და რა ქნას?
  • მხოლოდ საქართველოში არ მოსთხოვს მასწავლებელი შესაბამის პასუხს მოსწავლეს, რომელიც გაკვეთილის მსვლელობას ხელს იმიტომ, რომ “კაიშაური, შვილო ამ ერთხელაც გაპატიებ და მერე დაისჯები!” (და ეს გრძელდება 12 წელი! მე კი კვლავაც დაუსჯელი ვარ)
  • მხოლოდ საქართველოში “მეცადინეობა ტეხავს”.
  • მხოლოდ საქართველოში დგას 20 წლის ზრდასრული პიროვნების დედა დეკანის კართან და თხოვს არ გააგდონ მისი შვილი გაცდენების გამო.
  • მხოლოდ საქართველოში აღარაფერს ნიშნავს ბაკალავრის წოდება იმიტომ, რომ ის ყველას აქვს.
  • და მხოლოდ საქართველოში ცხოვრობს 2 დიპლომიანუ გაუნათლებელი საზოგადოება.

ბოლო წინადადებაზე ალბათ მეტყვით, ამერიკაში უფრო არიან გაუნათლებლებიო. ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, ის ვიდეოები ნანახი გაქვთ სადაც თბილისი დავით აღმაშენებელმა დააარსა და ჯავახიშვილის მოსწავლემ არ იცის ვინ იყო ჯავახიშვილი? ჩვენ უბრალოდ პატარა ქვეყანა ვართ, თორემ ასეთი ხალხი ყველგან მოიძებნება.

ბოლოს კი გეტყვით, რომ ლექციებზე დასწრების მაგივრად უნივერსიტეტის წინ ბირჟაზე დგომას და აქეთ-იქით ფურთხვით სხვის განსჯას ჯობია 1 წიგნი მაინც წაიკითხოთ. იქნებ რამე გეშველოთ.

თქვენი,

მე.

Advertisements

7 thoughts on “გაუნათლებელი საზოგადოება

  1. მე გაუნათლებლობას დიდ წილად ტელევიზიას ვაბრალებ, რომელიც ხალხის გაზარმაცებისკენ, ტვინგამორეცხვისკენ არის მომართული, გააკეთე შემეცნებითი გადაცემები, დააფიქრე მაყურებელი, გაუჩინე კითხვები, (წკრიალაშვილის პირადი ცხოვრება ადამიანს არაფერს არ აძლევს),ესაა საწყისი განათლებისა, აქედან დავიწყოთ, და ამერიკის დონემდეც მივალთ!

  2. დიდი ბოდიში, მაგრამ ამ გოგონას ნააზრევიდანაც არ გამოსჭვივის უკიდეგანო განათლება, თუნდაც იმიტომ , რომ ნაწერი არის ძალიან მდაბიო (განსაკუთრებით, ბოლო ფრაზა “იქნებ რამე გეშველოთ”.) ნამდვილად განათლებული ადამიანები ასე არ საუბრობენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში, განათლების მხრივ, კატგი მდგომარეობაა-პირიქით-საშინელება ხდება,მაგრამ მგონია, რომ ქართველებს სულ აქვთ ერთი დიდი პრობლემა-ის ვინც თავს “განათლებულად” მიიჩნევს, თვლის, რომ სხვას მენტორული ტონით ჭკუა უნდა არიგოს :)))) საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია ადამიანი, რომელიც ნადვილად განათლებულია და საკუთარი პროფესიაშიც წარმატებული, მაგრამ ისინი არ ყვირიან და თავის საქმეს მშვიდად აკეთებენ-ბევრს სწორედ ფსევდოგანათლებულების ლაპარაკობენ

    1. Qalbatono likuna, mgoni zedmetad piradulad da seriozulad miiget es posti. Chemi mkitxveli dzalian kargad mixvda azrs da chemi ceris stils. Garda amisa, me aravis chkuas ar varigeb. Ubralod shedareba gavakete ori sistemis da im problemas gamovexmaure, romelic chems cinashe dadga. Tkveni komentarit ki scorad rom tkvenive mdabioobas da imbecilogansxvavebulobas amtkicebt. Iqneb kidev raime gaqvt satkmeli? Iqneb chemi psevdo-ganatlebulobis dasamtkiceblad kidev raime magalitebi moikvanot da amoigot gulidan mteli gvardzli?))))) madloba komentaristvis 🙂

  3. მოკლედ,მგონი ძალიან ძველო პოსტია,ახლა ამომიგდო და მინდა როგორც სკოლის მოსწავლემ აზრი დავაფიქსირო,ყველაფერში გეთანხმებით,მე რომ დამეწერა ალბათ უარესს სიტუაციას ავღწერდი,განსაკუთრებით საჯარო სკოლებზე,საშინელი მდგომარეობაა. ოთხი წელია რაც შედარებით წამოვიზარდე და დავიწყე ფიქრი და ოცნება იმაზე,რომ ოდესმე ისეთ კლასსში ვისწავლიდი,სადაც ყველა დაინტერესებული,მოტივირებული იქნებოდა,ვისწავლიდი სკოლაში,სადაც მასწავლებელი თავის ხელფასსზე არ იწუწუნებდა,ვისწავლიდი სკოლაში,სადაც ნაცნობობით და საჩუქრებით არ წერენ ნიშნებს,ვისწავლიდი სკოლაში,სადაც შენს აზრს მიიღებდნენ და დააფასებდნენ,ვისწავლიდი სკოლაში,სადაც ყველა მასწავლებელი იქნებოდა ობიექტური.მიხარია,რომ ამას მივაღწიე,ვერ ვიტყვი,რომ ჩემი სკოლა იდეალურიათქო,უბრალოდ “მომავლის სკოლაა” და დარწმუნებული ვარ,ოდესმე ზუსტად ისეთი დახვეწილი იქნება,როგორიც ამერიკის სკოლები!! მოკლედ,სამი წელია ნიუტონის თავისუფალ სკოლაში ვსწავლობ,როგორც ვვარაუდობდი,წელს მესამე,საუკეთესო წელია,იცით რატომ? იმიტომ,რომ ნიუტონმა არც ერთ მოსწავლეს არ აპატია უცოდინრობა,არც ერთ მოსწავლეს არ აპატია დაბალი,არადამაკმაყოფილებელი ნიშანი,არ მოერიდა არც ნაცნობებს,რამაც ბავშვებში მოტივაცია გაზარდა. ვსწავლობ,იმიტომ რომ ვიცი,თუ არ ვისწავლი გამაგდებენ,ნიუტონში ალბათ პროცენტულად ყველაზე ბევრი საშემოდგომო დაიდო პირველ წელს,რადგან ბავშვები საჯარო სკოლებიდან იყვნენ გადმოსულები და ვერც კი წარმოვიდგენდით,რომ “საშემოდგომოს” ვინმე აბარებდა. მოკლედ,დიახ,არ გვეშველება არაფერი,სანამ სკოლებში იქნება ნეპოტიზმი,არ გვეშველება არაფერი,სანამ სკოლის დირექტორები ზარმაც მოსწავლეებს ხელს დააფარებენ და ვერ მივაღწევთ ვერაფერს,სანამ სისტემა არ დაინგრევა !!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s